Wednesday, August 17, 2011

სასწავლო პროექტი - „ოქროს კვეთა–ჰარმონიული პროპორცია“

პროექტის სახელწოდება: „ოქროს კვეთა–ჰარმონიული პროპორცია“.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ეცნობიან ცნებას „ოქროს კვეთა“, სწავლობენ მონაკვეთის გაყოფას ოქროს კვეთის პროპორციით, იფართოებენ თვალსაწიერს, ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში.
პროექტის მიზნები:
·         მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის ხელშეწყობა, მისი თვალსაწიერის გაფართოება.
·         გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის „კანონების“ გაცნობა და მათზე მსჯელობა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დიდი ზომის ქაღალდი პლაკატები ადამიანის, მცენარისა და ცხოველის გამოსახულებით, სახაზავი, ფანქარი, ფარგალი, შუასაუკუნეების არქიტექტურის ან მხატვრობის ნამუშევრების რეპროდუქციები, კომპიუტერი..
პროექტის მსვლელობა:  
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი შესავალ სიტყვაში საუბრობს „მუდმივ“ პრობლემაზე: ექვემდებარება თუ არა სილამაზე და ჰარმონია რაიმე მათემატიკურ კანონებს და შესაძლებელია თუ არა მათი „გაზომვა“ რაიმე ალგებრული ხერხებით, შესაძლებელია მოკლე ისტორიული ექსკურსი ძველ საბერძნეთსა და აღორძინების ეპოქაში. შემდეგ მასწავლებელი სვამს ამოცანას– როგორ გავყოთ  AB მონაკვეთი C წერტილი ისე, რომ AB:AC=AC:BC.
 კლასი იყოფა ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეძებს დასმული ამოცანის ალგებრულ ამონახსნს,
ხოლო მეორე ხსნის მას გეომეტრიულად(აგების ამოცანის სირთულის გამო, ჯობია მასწავლებელმა წარმოადგინოს აგების გზა და მოსწავლეებს მოსთხოვოს სამართლიანობის დასაბუთება).
ორივე ჯგუფი წარმოადგენს თავიანთ ნამუშევარს და მასწავლებლის მიერ ხდება გაწეული სამუშაოს შეჯამება. მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს აგრეთვე ოქროს სამკუთხედისა და ოქროს მართკუთხედის ცნებებს.
ამის შემდეგ, პირველ ჯგუფს მეიეცემა პლაკატი ადამიანის სხეულის გამოსახულებით და ეძლევა დავალება, დაადგინოას სახისა და ხელის მტევნის რა ნაწილებია  ოქროს პროპორციებში (ვფიქრობთ ჯგუფში გამოჩნდება მოხალისე , რომელიც გარისკავს თვითონ  რამდენად ჯდება ოქროს კვეთის პროპორციებში)
მეორე ჯგუფის დავალებაა მცენარისა და ცხოველის ნაწილებს შორის პროპორციების დადგენა.
შეაჯამებს რა ჯგუფების მუშაობის შედეგებს, მასწავლებელი აჩვენებს  კომპიუტერით მოსწავლეებს შუა საუკუნეების რომელიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის რეპროდუქციას(მაგ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) და უჩვენებს მოსწავლეებს რომელი ნაწილებია ოქროს კვეთის პროპორციებში.
შემდეგ იმართება მცირე დისკუსია გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის „კანონებისა“ და ჩვენი მათდამი დამოკიდებულების შესახებ.(იგულისხმაება რომ მასწავლებელს აქვს საღი აზრი და იუმორის  გრძნობა).
მასწავცლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:
ა. მოიძიონ მასალები ოქროს კვეთის შესახებ(ქართ.საბჭოთა ენც.ტ.6, ა.ბენდუქიძის „მათემატიკა სერიოზული და სახალისო“, ინტერნეტში.
ბ. დაადგინოს, ექვემდებარება თუ არა ოქროს კვეთის პრინციპს რომელიმე ქართული ხუროთმოძღვრულუი ძეგლი მისი რეპროდუქციის მიხედვით.
საგნებთან კავშირი: ხელოვნება, ბუნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: მ. ჯვარიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marinajvaridze@gmail.com